თემქაზე ახალგაზრდა ამსწავლების ცემის ფაქტზე 2008 წელს დაბადებული პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, ბრალდებულმა 1997 წელს დაბადებულ გიგა ავალიანს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2008 წელს დაბადებული ა.გ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, თემქის დასახლებაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1997 წელს დაბადებულ გ.ა. -ს ფიზიკურად გაუსწორდა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ა.გ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

 

დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი კრიტიკული მდგომარეობით საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც სამედიცინო დახმარება უტარდებოდა , თუმცა მომდევნო დღეების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და ის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, – ნათქვამია განცხადებაში.

By admin

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *