🔻 დაუდასტურებელი ინფორმაციით, ახალგაზრდა მასწავლებელზე თავდასხმის მიზეზი ეჭვიანობა გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი მოსწავლის, 16 წლის გოგოს შეყვარებულმა მასზე იეჭვიანა.
💬 “ვისაც ამზადებდა, იმ გოგოს უთქვამს შეყვარებულისთვის, ასეთი კარგი მასწავლებელი მყავსო მე – იმან იეჭვიანა… ამ ეჭვიანობის ნიადაგზე, ეტყობა დახვდნენ… გოგოც [მონაწილეობდა] 16 წლისო. თავში ჩაურტყიათ ბლაგვი საგანი, გაითიშა და ძირს ეგდო საცოდავი…სახლში ამზადებდნენ [მოსწავლეებს] დედა-შვილი” | ამბობს მეზობელი TV პირველთან.
🔴 ავალიანი 24 ოქტომბერს, რამდენიმეკვირიანი კომისა და 2 ოპერაციის შემდეგ, კლინიკაში გარდაიცვალა. დაკავებულია 1 არასრულწლოვანი, თუმცა ავალიანის დედა ამბობს, რომ მის შვილს სამმა ადამიანმა სცემა და შესაბამისად ყველამ უნდა აგოს პასუხი.
📍 მათემატიკის მასწავლებელს, გიგა ავალიანს უმძიმესი დაზიანებები თავის არეში მიაყენეს. მასზე თავდასხმა რამდენიმე კვირის წინ, თემქაზე, საცხოვრებელ კორპუსთან მოხდა.

By admin

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *