🔻 პოლონეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ქართველი ემიგრანტი ემსხვერპლა. დაღუპულთაგან ერთ-ერთი 29 წლის ნიკა ნაპოვნიშევი, წარმოშობით დედოფლისწყაროდან არის – ინფორმაციას ადგილობრივი მედია მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. ავტოსაგზაო შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა. პოლონური მედიის ცნობით, მეორე დაღუპული, ასევე 35 წლის ქართველი კაცია.

🔴 ნათესავების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი მეგობართან ერთად იმყოფებოდა, რომელიც მსუბუქ ავტომობილს მართავდა.
მათი მანქანა ცენტრალურ მაგისტრალზე ტრაილერს შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა.

📍 ნიკა ნაპოვნიშევის ოჯახის წევრების თქმით, ისინი ამჟამად პოლონეთში საქართველოს საკონსულოსთან ერთად, გარდაცვლილების გადმოსვენების პროცედურების მოგვარებას ცდილობენ.

By admin

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *