ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე წერს, რომ იტალიიდან დაუკავშირდა ქალი, რომელიც 2005 წელს გარდაცვლილ შვილიშვილების შესახებ უყვება. როგორც აღმოჩნდა, ოჯახს ეჭვი აქვს, რომ ბავშვები ცოცხლები არიან და სხვადასხვა ოჯახში გააშვილეს.
„უმძიმესი ამბავი.
იტალიიდან დაგვიკავშირდა ქალბატონი, რომელიც 2005 წელს დაბადებულ შვილიშვილებს ეძებს. როგორც ის გვიყვება, როდესაც მან გარდაცვლილ ტყუპ შვილიშვილებს, მამაოსთან ერთად ღუდუშაურის სამშობიაროში მიაკითხა, ექიმებმა ჩვილების ამოსაცნობად მაცივარში მყოფი, 6 წყვილი იდენტური გაყინული ტყუპისცალი აჩვენეს. ბებიას შვილიშვილები ნანახი არ ჰყავდა და ვერ ამოიცნო. ამიტომ ექიმებს დაუჯერა და რომელი ჩვილებიც გამოატანეს, ისინი დაკრძალა.
ვეძებთ 2005 წელს დაბადებულ ტყუპ გოგოებს. შეიძლება ის