მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“სასწრაფო ამბავი! სერბეთის ავტორიტარულმა პრეზიდენტმა ვუჩიჩმა გამოაცხადა, რომ დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს, მას შემდეგ რაც 1 წელი გრძელდებოდა საპროტესტო აქციები.მიუხედავად პოლიციასთან მრავალი შეტაკებისა, ხალხმა არ აიღო პროტესტზე ხელი და მიაღწია

მიზანს. გახსოვდეთ 2003 წლის ვარდების რევოლუცია შთაგონებული იყო სერბეთის რევოლუციით. მე წინასწარ ჩავედი ბელგრადში და შევხვდი “ოტბორის” წევრებს, დეტალურად შევისწავლე მათი გამოცდილება. სერბეთმა გვაჩვენა, რომ ახლა სასიცოცხლოდ აუცილებელია ქართული

პროტესტის შენარჩუნება და გაფართოება.ის რომ ივანიშვილი გაფაციცებით ცდილობს პროტესტანტების დაშინებას, ამტკიცებს, რომ ეს პროტესტი რეჟიმისთვის სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს. ბრძოლა ბოლომდე, გამარჯვებამდე!” – წერს სააკაშვილი.

By admin

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *