სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი “ვი­ვა­მე­დი­დან” ვრცელ სტა­ტუსს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც ის 2003 წლის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­გლი­სუ­რი ენის გავ­რცე­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბის­კენ მი­მარ­თულ სა­კუ­თარ ინი­ცი­ა­ტი­ვებ­სა და მათ შემ­დგომ ბედ­ზე სა­უბ­რობს. ექ­სპრე­ზი­დენ­ტი დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს, რო­გორ ცდი­ლობ­და სკან­დი­ნა­ვი­უ­რი მო­დე­ლის და­ნერგვას – უცხო­უ­რი ფილ­მე­ბის მხო­ლოდ სუბტიტ­რე­ბით გაშ­ვე­ბას, ათა­სო­ბით ამე­რი­კე­ლი მას­წავ­ლებ­ლის ჩა­მოყ­ვა­ნა­სა და დიპ­ლო­მის ინ­გლი­სუ­რად დაც­ვის გეგ­მას.

პო­ლი­ტი­კო­სი ღიად აცხა­დებს, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში ეს პრო­ექ­ტე­ბი შე­ჩერ­და, რად­გან, მისი აზ­რით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ აწყობ­და ხალ­ხის ინ­ფორ­მი­რე­ბა ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი წყა­რო­ე­ბი­დან. თუმ­ცა, ფიქ­რობს, რომ რაც თა­ვად ვერ და­ას­რუ­ლა, ის სო­ცი­ა­ლურ­მა ქსე­ლებ­მა მო­ა­ხერ­ხეს.

სტა­ტუს­ში სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის – ნი­კუ­შა­სა და ალი­სას მა­გა­ლით­ზე მსჯე­ლობს. ექ­სპრე­ზი­დენ­ტი ფიქ­რობს, რომ მისი შვი­ლე­ბი ალი­სა და ნი­კუ­შა ლინგვის­ტუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის კლა­სი­კუ­რი მა­გა­ლი­თე­ბი არი­ან

“2003 წლის შემ­დეგ მე სა­ქარ­თვე­ლო­ში ვცდი­ლობ­დი ლინგვის­ტუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის მოხ­დე­ნას, რაც სკან­დი­ნა­ვი­ა­ში და ჰო­ლან­დი­ა­ში გა­ა­კე­თეს 70-იან წლებ­ში.

შე­მო­ვი­ღეთ წესი რომ ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბით ყვე­ლა უცხო­უ­რი ფილ­მი უნდა გა­სუ­ლი­ყო არა და­დე­ბუ­ლი ხმით, არა­მედ ორი­გი­ნა­ლის ენით და ქარ­თუ­ლი სუბტიტ­რე­ბით. ამ წე­სის აღ­სრუ­ლე­ბა მკაც­რად კონ­ტროლ­დე­ბო­და შე­სა­ბა­მი­სი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ.

ამ მიდ­გო­მის შე­დე­გად სკან­დი­ნა­ვე­ბი და ჰო­ლან­დი­ე­ლე­ბი თა­ვი­სუფ­ლად ლა­პა­რა­კო­ბენ ინ­გლი­სუ­რად გან­სხვა­ვე­ბით და­ნარ­ჩე­ნი ევ­რო­პის­გან, სა­დაც ფილ­მე­ბი გა­დი­ო­და და­დე­ბუ­ლი ხმით.

შემ­დეგ, ჩა­მომ­ყავ­და წე­ლი­წად­ში 2 ათა­სი ამე­რი­კე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი. ვემ­ზა­დე­ბო­დით ახა­ლი კა­ნო­ნის მი­სა­ღე­ბად, რომ­ლე­ბიც სა­მე­დი­ცი­ნო სა­ინ­ჟინ­რო, არ­ქი­ტექ­ტო­რუ­ლი ფა­კულ­ტე­ტე­ბის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებს და­ა­ვალ­დე­ბუ­ლებ­და დიპ­ლო­მის ინ­გლი­სუ­რად დაც­ვას.

ივა­ნიშ­ვილ­მა და­ხუ­რა ამე­რი­კუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის პროგ­რა­მა და გა­ა­უქ­მა ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ინ­გლი­სუ­რი ენის მხარ­და­ჭე­რის, მას არა­ფერ­ში სჭირ­დე­ბა, რომ ხალ­ხმა ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღოს ინ­გლი­სურ ენო­ვა­ნი წყა­რო­ე­ბი­დან, თუმ­ცა ამა­სო­ბა­ში წა­მოგ­ვე­წია ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი რე­ვო­ლუ­ცია. სო­ცი­ა­ლურ­მა ქსე­ლებ­მა გა­ა­კე­თა ის, რაც მე ვერ და­ვას­რუ­ლე.

ხალ­ხი, გან­სა­კუთ­რე­ბით ბავ­შვე­ბი და ახალ­გაზ­რდე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად ალა­პა­რაკ­დნენ ინ­გლი­სუ­რად. ამას მე ვა­ტყობ ჩემი შვი­ლე­ბის, ნი­კუ­შას და ალი­სას მა­გა­ლით­ზე – ორი­ვეს­თვის ბავ­შვო­ბი­დან ინ­გლი­სუ­რი მე­ო­რე მშობ­ლი­უ­რი ენაა. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად ნი­კუ­შამ ის­წავ­ლა ია­პო­ნუ­რი და ჰინ­დი, ხოლო ალი­სამ რუ­სუ­ლი და ახლა ფრან­გულს სწავ­ლობს.

ისი­ნი სახ­ლში კი სა­უბ­რო­ბენ ქარ­თუ­ლად, მაგ­რამ გან­ზო­გა­დე­ბულ თე­მებ­ზე არ­ჩე­ვენ ინ­გლი­სურს. კარ­გია ეს თუ ცუდი? ერ­თის მხრივ ძა­ლი­ან კარ­გი – თუ გვინ­და რომ კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი ვი­ყოთ მსოფ­ლი­ო­ში, მაგ­რამ ამა­ვე დროს არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა და­ვი­ვი­წყოთ ქარ­თუ­ლი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი უმ­თავ­რე­სი იდენ­ტო­ბაა, ზუს­ტად იგი­ვე პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს მთელს მსოფ­ლი­ო­ში და ჩვენ ამ კონ­ტექ­სტში ვჯდე­ბით”.

By admin

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *