სერბეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში „მლადოსტი“ საკუთარ კედლებში „რადნიჩკი 1923“-ს დაუპირისპირდა. შეხვედრა ტრაგიკულად დასრულდა და მატჩის მიმდინარეობისას სტუმართა გუნდის მთავარი მწვრთნელი, მლადენ ზიზოვიჩი გარდაიცვალა.

პირველი ტაიმის შუაში, როდესაც „რადნიჩკი 1923“ 2:0-ს იგებდა, ზიზოვიჩი შეუძლოდ შეიქმნა და გულის კოლაფსი დაემართა. სტადიონზე მყოფმა ექიმებმა მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შეხვედრა გაგრძელდა, მაგრამ მალევე, ტრაგედიის შესახებ გახდა ცნობილი. ექიმებმა ზიზოვიჩის სიცოცხლე ვერ გადაარჩინეს და მომხდარის შესახებ ფეხბურთელებმაც გაიგეს, რის გამოც თამაშის გაგრძელება შეუძლებელი გახდა. მათი ემოციები კამერებმა დააფიქსირეს.

By admin

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *